საქართველოში დიდი ოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერების ტრანსპორტირების ფაქტზე დაველოდოთ გამოძიებას, აღიარებითი ჩვენებები კიდევ ერთხელ მეტყველებს, რომ მტერი არ ისვენებს -კახა კალაძე 17.09.2025 12:25

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, უკრაინიდან საქართველოში დიდი ოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერების ტრანსპორტირების ფაქტი, რომელშიც, გამოძიების ინფორმაციით, მეზობელი სახელმწიფოს სპეცსამსახურები ფიგურირებენ, ძალიან მძიმე ფაქტია და მეტყველებს, რომ მტერი არ ისვენებს.

როგორც კახა კალაძემ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, ყველანაირად ცდილობენ, ქვეყანაში როგორმე მოახდინონ სახელმწიფო გადატრიალება და სისხლისღვრა.

„ძალიან მძიმე ფაქტია. აღიარებითი ჩვენებები, რაც მოპოვებულია, კიდევ ერთხელ მეტყველებს, რომ მტერი არ ისვენებს, ყველანაირი მცდელობა აქვთ, ქვეყანაში როგორმე მოახდინონ სახელმწიფო გადატრიალება, სისხლისღვრა, რევოლუცია და ხალხის დაპირისპირება. მადლობა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, თითოეულ თანამშრომელს ამ პრევენციული ღონისძიებებისთვის. როგორც ვიცი, გამოძიება მიმდინარეობს, არსებობს ძალიან ბევრი კითხვა, ამიტომ დაველოდოთ. რა თქმა უნდა, არის ძალიან მძიმე ფაქტი, როდესაც ამ ტიპის დანაშაულთან გვაქვს საქმე“, – განაცხადა თბილისის მერმა.

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 

 

ასევე დაგაინტერესებთ