საქართველოს პრეზიდენტი აშშ-ში გაემგზავრა - მიხეილ ყაველაშვილი გაერო-ს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიაზე სიტყვით გამოვა 21.09.2025 12:05

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა. მიხეილ ყაველაშვილი ნიუ იორკში ვიზიტის ფარგლებში გაერო-ს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიაზე სიტყვით გამოვა. ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრები. საქართველოს პრეზიდენტი შეხვედრას გამართავს გაერო-ს გენერალურ მდივანთან, ანტონიო გუტიერეშთან.

საქართველოს პრეზიდენტი ასევე დაესწრება ოფიციალურ მიღებას, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და მისი მეუღლის, მელანია ტრამპის სახელით გენერალური ასამბლეის მე-80 სესიის მონაწილე დელეგაციათა მეთაურების პატივსაცემად გაიმართება.

მიხეილ ყაველაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებს 21-26 სექტემბერს ეწვევა.

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 

 

ასევე დაგაინტერესებთ