საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ეუთო-ს თავმჯდომარე ელინა ვალტონენთან შეხვედრა გააუქმა.
შეხვედრის გაუქმების შესახებ განცხადებას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
„გუშინ კანონსაწინააღმდეგო მიტინგში მონაწილეობისა და ცრუ განცხადებების გაკეთების გამო, პრემიერ-მინისტრმა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა“, – ნათქვამია საქართველოს მთავრობის განცხადებაში.
ავტორ(ებ)ი :