მშვიდობის შენარჩუნებას გაცილებით მეტი ძალისხმევა სჭირდება, ვიდრე საბრძოლო მოქმედებებში ჩართვას, ჩვენ განუხრელად ვირჩევთ სწორედ ამ გზას -ირაკლი კობახიძე 17.10.2025 11:46

ძვირფასო ვეტერანებო, თქვენ ყველაზე უკეთ იცით, რომ მშვიდობის შენარჩუნებას გაცილებით მეტი ძალისხმევა სჭირდება, ვიდრე საბრძოლო მოქმედებებში ჩართვას, ჩვენ განუხრელად ვირჩევთ სწორედ ამ გზას, რადგან ომის შედეგი არის ადამიანური ტრაგედიები, ნგრევა და განადგურება, ხოლო მშვიდობის შედეგი არის ქვეყნის წინსვლა და განვითარება და ხალხის მეტი კეთილდღეობა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ვეტერანის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

მისივე თქმით,  მშვიდობისკენ სწრაფვა სამშობლოს დასაცავად მუდმივ მზადყოფნას ნიშნავს და ამ მუდმივ მზადყოფნაში ვეტერანების გამოცდილება ფასდაუდებელია.

 

„მინდა, კიდევ ერთხელ გადაგიხადოთ მადლობა პატრიოტიზმის, ქვეყნის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და თავდადებისთვის. თქვენი ღვაწლის სათანადოდ დასაფასებლად ძალისხმევას მომავალშიც არ დავიშურებთ. კიდევ ერთხელ გილოცავთ ვეტერანის დღეს და გისურვებთ მშვიდობას, სიმტკიცესა და კეთილდღეობას!"- განაცხადა პრემიერმა.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 

 

ასევე დაგაინტერესებთ