მადლობა სამართალდამცველებს 4 ოქტომბერს მართლწესრიგის მაღალი სტანდარტით დაცვისთვის -გეკა გელაძე 17.10.2025 17:53

ნებისმიერი, ვინც სახელმწიფოს წინააღმდეგ წავა ან ხელს აღმართავს სამართალდამცველზე, პასუხს აგებს კანონის მთელი სიმკაცრით, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, გეკა გელაძემ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, სამართალდამცველების პროფესიონალიზმის შედეგად მოხერხდა მოქალაქეთა უსაფრთხოების დაცვა.

„ვისარგებლებ შემთხვევით და მადლობას გადავუხდი სამართალდამცველებს 4 ოქტომბერს განვითარებული მოვლენების დროს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის ძალიან მაღალი სტანდარტისა და პროფესიონალიზმის დაცვისთვის.

ყველამ ნათლად დაინახა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს საპოლიციო დანაყოფების თითოეული წარმომადგენელი უმაღლესი სტანდარტით, კანონის შესაბამისად მოქმედებდა. ეს იყო ზუსტად და სწორად ჩატარებული საპოლიციო ღონისძიება, რომლის შედეგადაც აღიკვეთა სახელმწიფოს დამხობის მცდელობა.

ჩვენი პოლიციელების უსაფრთხოებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლების კოორდინირებულმა ქმედებამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ საქართველოს სამართალდამცავი სისტემა ძლიერი და ორგანიზებულია. სწორედ ჩვენი სამართალდამცველების უდიდესი პროფესიონალიზმის შედეგად მოვახერხეთ მოქალაქეთა უსაფრთხოებისა და ქვეყნის სტაბილურობის დაცვა.

უმკაცრესად ვიმოქმედებთ ყველა იმ პირის მიმართ, ვინც შეეცდება ჩვენი ქვეყნის სტაბილურობისა და კანონის უზენაესობის შერყევას. ნებისმიერი, ვინც სახელმწიფოს წინააღმდეგ წავა ან ხელს აღმართავს სამართალდამცველზე, პასუხს აგებს კანონის მთელი სიმკაცრით", - განაცხადა გელაძემ.

ცნობისთვის, შს მინისტრმა, გეკა გელაძემ უწყებაში ბრიფინგი გამართა და აღნიშნა, რომ 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით კიდევ 16 პირი დააკავეს, ხოლო სულ დაკავებულია 62 ადამიანი.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 

 

ასევე დაგაინტერესებთ