ანიტა ჰიპერი 4 ოქტომბრის ძალადობაში საკუთარ პასუხისმგებლობას გაცვეთილი პროპაგანდისტული ფორმულირებების უკან ემალება და ქართველებს ეთნიკური ეპითეტებით მოგვმართავს -შალვა პაპუაშვილი 18.10.2025 12:16

თავქარიანი აქტივიზმი ბრიუსელის დღევანდელი საგარეო პოლიტიკის სამწუხარო სახეა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

 

მისივე თქმით, 4 ოქტომბერს ქვეყანა ბეწვზე გადაურჩა 90-იან წლებში დაბრუნებას.

 

„ევროკომისიის ამ პრესსპიკერისგან მხარდაჭერილი და შეგულიანებული ადამიანები 4 ოქტომბერს დანაშაულზე წავიდნენ. იმ დღეს ჩვენი ქვეყანა ბეწვზე გადაურჩა სისხლიან ქაოსს და 90-იანებში დაბრუნებას.

 

ამ დროისთვის უკვე 62 ადამიანია დაკავებული და სასჯელს ელის. პრესსპიკერი კი, ორი კვირაა, 4 ოქტომბრის ძალადობაში საკუთარ პასუხისმგებლობას გაცვეთილი პროპაგანდისტული ფორმულირებების უკან ემალება და ქართველებს ეთნიკური ეპითეტებით მოგვმართავს.

 

თავქარიანი აქტივიზმი ბრიუსელის დღევანდელი საგარეო პოლიტიკის სამწუხარო სახეა“, – წერს პაპუაშვილი.

 

ცნობისთვის, ევროკომისიის პრესსპიკერმა ანიტა ჰიპერმა განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ იღებს რეპრესიულ ზომებს, რომლებიც შთაგონებულია რუსული პროპაგანდისტული მანქანით.

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 

 

ასევე დაგაინტერესებთ