ტელეკომაპანია „ფორმულა" მთლიანად არის პარტაქტივი, - ამის შესახებ საქართველოს პრემეირ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ვახო სანაიასა და ქეთა ციცქიშვილის დაკავებაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მისივე თქმით, ამ ტელეკომპანიის არცერთი ჟურნალისტი დაკავებული არ არის, ეს ორი ადამიანი ჩვეულებრივი პარტაქტივია, კანონსაწინააღმდეგო აქციაში მონაწილეობდნენ, როგორც პარტაქტივი და არა - ჟურნალისტები.
„კანონსაწინააღმდეგო აქციაში მონაწილეობა ისჯება შესაბამისი კანონით. ქუჩა გადაკეტეს 50 კაცით, როგორ შეიძლება, 50-მა კაცმა ქუჩა გადაკეტოს, ეს არის კანონდარღვევა. ამ ადამიანების მიმართ ზეპროპორციული გადაწყვეტილებაა მიღებული. ნახეთ, ფინეთში რასაც აკეთებენ. ურსულა ფონ დერ ლაიენი სიტყვით გამოვიდა, ვიღაცამ დაუყვირა და მაშინვე დააპატიმრეს, შემდეგ დიდი ოდენობით ჯარიმა გადაახდევინეს. ერთი ქვეყანა დამისახელეთ, სადაც ერთი წლის განმავლობაში ყოველდღე 50 კაცი კეტავდეს დედაქალაქის მთავარ გამზირს. ნებისმიერ დედაქალაქში ჟურნალისტებმა ეს რომ გააკეთონ, გაუშვებენ ციხეში. პარტიულები არიან, ეს ახლა გაიგეთ? „ფორმულა" მთლიანად არის პარტაქტივი", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ავტორ(ებ)ი :