საქართველოს სტრატეგიული გეოგრაფიული ადგილმდებარეობა ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე, დიდი ხანია, რაც ჩვენს ქვეყანას აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ბუნებრივ კარიბჭედ აქცევს. ის საიმედო სატრანზიტო მარშრუტს წარმოადგენს, რომელიც უზრუნველყოფს ტვირთების, სერვისების, ენერგიისა და ციფრული მონაცემების დროულ და ეფექტურ გადაადგილებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ თბილისის „აბრეშუმის გზის ფორუმის" ფარგლებში გამართულ საინვესტიციო პანელზე - Georgia - Nexus For Investment - სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ეს ღონისძიება მნიშვნელოვანი პლატფორმაა მომავალზე ორიენტირებული საინვესტიციო პოლიტიკისა და მდგრადი ზრდის განსახილველად, ცვალებად გლობალურ ლანდშაფტებზე რეაგირებისა და ინვესტორების ნდობის გაძლიერების მიზნით
„საქართველოს სტრატეგიული გეოგრაფიული ადგილმდებარეობა ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე, დიდი ხანია, რაც ჩვენს ქვეყანას აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ბუნებრივ კარიბჭედ აქცევს. ის საიმედო სატრანზიტო მარშრუტს წარმოადგენს, რომელიც უზრუნველყოფს ტვირთების, სერვისების, ენერგიისა და ციფრული მონაცემების დროულ და ეფექტურ გადაადგილებას. მრავალფუნქციურ და მრავალმხრივ ცენტრად ჩამოყალიბების ხედვით ხელმძღვანელობის პირობებში, აქტიურად ვაღრმავებთ რეგიონულ და გლობალურ ინტეგრაციას ვაჭრობის მასშტაბების გაფართოების, ინვესტიციების მოზიდვისა და კაპიტალის ნაკადების შემოდინების გაძლიერების მიზნით. ჩვენი სტრატეგიული ინფრასტრუქტურული ინიციატივები ამ ხედვის ქვაკუთხედს წარმოადგენს. მსხვილი პროექტები - მათ შორის ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალი, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის პროექტი და ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა - აძლიერებს საქართველოს, როგორც რეგიონული დაკავშირებადობისა და მდგრადი ზრდის საიმედო ცენტრის შესაძლებლობებს. ეს ინიციატივები საშუალებას აძლევს ქვეყანას, სრულად გამოიყენოს თავისი სატრანზიტო პოტენციალი, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ახალი აბრეშუმის გზის შუა დერეფნის - განვითარებას, რომელიც აღიარებულია აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის დამაკავშირებელ ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ სატრანსპორტო მარშრუტად", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ავტორ(ებ)ი :