„ჩვენ გვინდა, რომ შუა დერეფანი იყოს ისეთი მარშრუტი, რომელიც არა მარტო სანდო და დასაყრდენი იქნება, არამედ - მეტად გამტარი და მეტი შესაძლებლობების მომცემი"- ოსმან ბოირაზი 22.10.2025 18:05

თურქეთის რესპუბლიკის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილისორმან ბოირაზის შეფასებითშუა დერეფანი კიდე უფრო მეტ მნიშვნელობას იძენსროგორც სანდო მარშრუტი ევროპასა და აზიას შორისამის შესახებ ბოირაზმა თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის პანელზე „შუა დერეფანისაიმედოობიდან ეფექტიანობამდეისაუბრა.

 

შუა დერეფანი ნამდვილად გამოირჩევა უსაფრთხოებით და ამას რამდენიმე მიზეზი აქვსაქ საუბარია კასპიის ზღვის სატრანზიტო მარშრუტზე და ის სამი ათასი კილომეტრით უფრო მოკლეავიდრე - ჩრდილოეთის მარშრუტიკლიმატის მხრივაცაქ უკეთესი პირობებია და გარდა ამისაეს არის სხვადასხვა ალტერნატიული ტრანსპორტის კომბინაციაამდენადსადღაც თუ რაიმე შეზღუდვა იქნებაამით მთელი დერეფანი არ პარალიზდება", - აღნიშნა თურქეთის რესპუბლიკის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ.

 

მისი თქმით,  ბოლო პერიოდში საკმაოდ გაიზარდა ვაჭრობა ევროპასა და ჩინეთს შორისშესაბამისადსატვირთო გადაზიდვებისა და ტრანსპორტირება მნიშვნელობაც გაიზარდა.

 

ექსპორტი იზრდება არა მარტო ტემპის მხრივარამედ - ზოგადად სანდოობის თვალსაზრისითაცთანმიმდევრული პოლიტიკითა და ინვესტიციებით მართლაც შეიძლებარომ გასამმაგდეს გადაზიდული ტვირთის რაოდენობა და მოცულობაასევე პროგნოზი მეტყველებს იმაზერომ აღნიშნული დერეფანი მომავალში ნამდვილად მოიტანს სარგებელსამასთანავეაღსანიშნავია გამტარუნარიანობის შესაძლებლობა და ამინდის პირობები", - განაცხადა თავის გამოსვლაში ოსმან ბოირაზმამისი განმარტებითკასპიის ზღვაში გარკვეული პირობების გამო შეიძლება დაყოვნება მოხდეს და სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანირომ ინფრასტრუქტურა მეტად გაძლიერდეს და მართვის მოდელი გამარტივდეს.

 

შუა დერეფანი - ეს არის სანდო მარშრუტირადგან ის გადის რეგიონზესადაც გეოპოლიტიკური რისკები არ არისამიტომაცის შეიძლება იყოს მართლაც ყველაზე სანდო და დასაყრდენი  დერეფანირა თქმა უნდამნიშვნელოვანია ინვესტიციების მოზიდვაც და მრავალმხრივი თანამშრომლობის ხელშეწყობაც.  ჩვენ გვინდარომ შუა დერეფანი იყოს ისეთი მარშრუტირომელიც არა მარტო სანდო და დასაყრდენი იქნებაარამედ მეტად გამტარი და მეტი შესაძლებლობების მომცემი!",-   განაცხადა თურქეთის რესპუბლიკის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ.

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 

 

ასევე დაგაინტერესებთ