25.10.2025 13:48
პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნია აშშ-ის მიერ "ფარას" გამკაცრების შესახებ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა - კანონპროექტი სენატში დაინიცირდა. აღნიშნული კანონპროექტის ერთ-ერთი სპონსორი კი სენატორი ჯეიმს რიშია.
გაბუნიას თქმით, სენატორი რიში ფაქტობრივად, ყოველდღიურადაა ცნობილი ქართული საზოგადოებისთვის ანტიქართული განცხადებებით.
„ეს კრიტიკა არის მიუღებელი. მით უმეტეს მაშინ, როდესაც დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ თავად ამერიკის შეერთებულ შტატებში აპირებენ აღნიშნული „ფარას" კანონის გამკაცრებას და სწორედ ის სენატორი, ბატონი რიში გახლავთ ამ კანონის ინიციატორი, რომელიც ფაქტობრივად, ყოველდღიურადაა ცნობილი ქართული საზოგადოებისთვის ანტიქართული განცხადებებით. ჩვენ ვხედავთ ამ დამოკიდებულებებს, ვფიქრობ, ქართული საზოგადოება კარგად ხვდება ამ ორმაგ სტანდარტებსა და მსგავს დამოკიდებულებებს ქართული სახელმწიფოს მიმართ", - აღნიშნა გაბუნიამ.
ამერიკის შეერთებული შტატების სენატში ინიცირებულია კანონპროექტი S.3050, რომელიც მიზნად ისახავს 1938 წლის „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტში" (FARA) ცვლილებების შეტანას.
ავტორ(ებ)ი :