27.10.2025 16:45
„ალდეს“ ლიდერები კაია კალასი და მარტა კოსი არიან. კითხვა ლეგიტიმურია, რასთან გვაქვს საქმე? კალასი და კოსი თვითმმართველობის არჩევნებს ყალბს უწოდებენ? მნიშვნელოვანია, განმარტება მოვისმინოთ, რადგან ეს ქართულ დემოკრატიაზე თავდასხმა იქნებოდა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „ევროპის ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსის“ (ALDE) მიერ საქართველოს შესახებ მიღებულ რეზოლუციასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.
პაპუაშვილის თქმით, სამწუხარო გავლენაა, რასაც ბრიუსელში ვხედავთ – საბჭოთა ნიავი, რაც, ცოტა, ქარიშხლად იქცა ბრიუსელის სხვადასხვა დაწესებულების დერეფნებში.
„„ალდეს“ წევრია „გირჩი“, „ლელო“, „დროა“, რომლებიც საქართველოში ხელისუფლების დამხობას გეგმავდნენ და დემოკრატიაზე უარს ამბობდნენ. მათ თვითმმართველობის არჩევნებს ყალბი უწოდეს, რაც საინტერესოა, მაგრამ მათი წევრი პარტია „ლელო“ არჩევნებში მონაწილეობდა, მანდატები მიიღო და მის გამოყენებასაც აპირებენ. რანაირად არის ყალბი არჩევნები? „ალდეს“ ლიდერები კაია კალასი და მარტა კოსი არიან. კითხვა ლეგიტიმურია, რასთან გვაქვს საქმე? კალასი და კოსი თვითმმართველობის არჩევნებს ყალბს უწოდებენ? მნიშვნელოვანია, განმარტება მოვისმინოთ, რადგან ეს ქართულ დემოკრატიაზე თავდასხმა იქნებოდა. ფაქტობრივად, ეს არის მილიონ-ნახევარი ადამიანის გაუქმება, ვინც არჩევნებში მონაწილეობა მიიღო. ანუ გვეუბნებიან, რომ ვინც არჩევნებში მონაწილეობა მიიღეთ, არაფერი ხართ, არ არსებობთ, ნული ხართ და მნიშვნელობა აქვს შუშანა მაცაბერიძესო. თურმე ის ყოფილა ხალხი და ჩვენ ვართ ნული. ჩვენ ევროკავშირს, ბრიუსელს შევყურებთ, სადაც საბჭოთა პერიოდს ვხედავთ, სადაც ზუსტად ასე გვიყურებდნენ – არარსებულს, გაუქმებულს, ხალხი და ქვეყანა სათქმელს ვერ ვიტყოდით, ჩვენთან მეორე მდივანი უნდა დაესვათ, ვინც ყველაფერს ვეტოს დაადებდა. ეს არის ის სამწუხარო გავლენა, რასაც ბრიუსელში ვხედავთ, საბჭოთა ნიავი, რაც, ცოტა, ქარიშხლად იქცა ბრიუსელის სხვადასხვა დაწესებულების დერეფნებში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ავტორ(ებ)ი :