02.11.2025 21:12
ძალიან დრამატული ვითარებაა, სახეზეა აშკარა ორპირობა, ყველა ცდილობს რუსული ნავთობისა თუ ბუნებრივი აირის შესყიდვას მესამე სახელმწიფოს გავლით, – განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ ევროპარლამენტარმა ტიერი მარიანმა ბალტიისპირეთის სახელმწიფოების მხრიდან რუსული ნავთობის შესყიდვაზე საუბრისას.
მისივე თქმით, ამ სიტუაციაში საქმე გვაქვს ორპირობასთან.
„ბალტიისპირეთის სახელმწიფოების ქცევა ნამდვილი პარადოქსია, მე პატივს ვცემ ევროკავშირის 27-ივე წევრ სახელმწიფოს, ამავე დროს ევროკავშირის წამყვან პოზიციებზე ბალტიელებს ვხედავთ, იქნება ეს ესტონელი კაია კალასი თუ ევროკავშირის თავდაცვის პოლიტიკის განმსაზღვრელი და სრული მილიტარიზაციის მომხრე ფიგურა, რომელიც ლიეტუვიდანაა. მესმის რომ, მათ სახელმწიფოებს რუსეთთან რთული ისტორია აკავშირებთ, მაგრამ ასევე მრჩება შთაბეჭდილება რომ ისინი ძალ-ღონეს არ იშურებენ, რათა გარშემო ყველა სიგიჟეში გახვიონ. ამ ეტაპზე ევროკავშირი მშვიდობის დამყარებას უნდა ლამობდეს, სინამდვილეში კი პირიქით არის, ისინი ცეცხლზე ნავთს ასხამენ“, – აღნიშნა ევროპარლამენტარმა.
ტიერი მარიანმა ასევე ისაუბრა ბალტიისპირეთის სახელმწიფოების მხრიდან საქართველოს მიმართ ზეწოლაზე, რომ რუსეთისთვის სანქციები დაეწესებინა.
„2022 წლის ივლისში, საქართველოში ევროპარლამენტის საგარეო დელეგაციის წევრის რანგში ვიმყოფებოდი, ქართველ დეპუტატებთან შეხვედრისას,მე კარგად მახსოვს როგორ მოითხოვდა ჩვენი დელეგაციის რამდენიმე წევრი დაჟინებით რომ საქართველოს რუსეთის ფედერაციისთვის სანქციები დაეწესებინა, რომ საქართველოს მხარი დაეჭირა რუსეთის ეკონომიკის დანგრევის მცდელობისთვის. მე მკაფიოდ დამამახსოვრა ქართველთა პასუხი, რომ საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა განსხვავებულია პორტუგალიის ან ესპანეთის ადგილმდებარეობისგან და მე ვეთანხმები ამ მიდგომას. გვახსოვს 2008 წელს თავს რომ დაგესხნენ რა მოხდა, თქვენს დასახმარებლად არცერთი ევროპელი მოსულა, რუსეთს მაშინ სანქციებიც კი არ დავუწესეთ“, – აღნიშნა ტიერი მარიანმა.
ავტორ(ებ)ი :