ჯერ გასარკვევი გვაქვს, ვინ ვართ ჩვენ? მერე გავარჩიოთ, ევროპაში გვინდა ყოფნა, არაბებთან თუ ჩინელებთან, მგონი, პირველ რიგში, კაცებს აქვთ გასაცემი პასუხი ამ კითხვებზე-ნინო ლომჯარია 03.11.2025 12:34

მე მგონია, რომ სამართლებრივი შეფასებების მიღმაა უკვე, რაც ხდება ამ ქვეყანაში და ჩვენს თავს, - ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციის, „საქართველოს ევროპული ორბიტის" დამფუძნებელი ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში წერს.

„ჩვენ ჯერ გასარკვევი გვაქვს, ვინ ვართ ჩვენ? ვართ ერი, რომელსაც უძველეს კულტურასა და ცივილიზაციაზე აქვს პრეტენზია, ერი, რომელიც ამაყობს ქალის, მშობლების, მომავალი თაობის პატივისცემით, თუ ვართ უკულტურო, ველური ხალხი, სადაც ნორმაა ხანდაზმულების საპყრობილეებში ჩაყრა, შშმ პირების წამება, დაკავებული ქალების შეფურთხება და გაშიშვლება, ომგამოვლილი დევნილების შეურაცხყოფა, ომში დაღუპული გმირების დაკნინება - ჯერ გავარკვიოთ ეს საწყისი და მერე გავარჩიოთ, ევროპაში გვინდა ყოფნა, არაბებთან თუ ჩინელებთან. მე მგონი, ამ ქვეყნის კაცებს აქვთ გასაცემი პასუხი ამ კითხვებზე, პირველ რიგში", - წერს ნინო ლომჯარია.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 

 

ასევე დაგაინტერესებთ