საქართველოს მთავრობისთვის უკეთესი იქნება, სარკეში ჩაიხედოს და დაინახოს რეალობა, მოვუწოდებთ ხელისუფლებას, დაუბრუნდეს დიალოგს საზოგადოებასთან -ანიტა ჰიპერი 03.11.2025 17:14

საქართველოს მთავრობისთვის უკეთესი იქნება, სარკეში ჩაიხედოს და დაინახოს რეალობა, რომ ისინი ამყარებენ ძალიან რეპრესიულ რეჟიმს, რომელიც მშვიდობიანი ხალხის, მედიის, ჟურნალისტების წინააღმდეგაა მიმართული, – ამის შესახებ საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკომისიის პრესსპიკერმა, ანიტა ჰიპერმა პრესკონფერენციაზე დასმული შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისის თქმით, ევროკომისია ყველანაირი ძალადობის წინააღმდეგია.

„დარწმუნებული თუ ხარ შენს დემოკრატიაში, ქცევაში, მაშინ არ გჭირდება ოპონენტებისა და უდანაშაულო ხალხის ციხეში ჩასმა. ჩვენ წინააღმდეგი ვართ ყველანაირი ფორმის ძალადობის. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, დაუბრუნდეს დიალოგს საკუთარ საზოგადოებასთან და უზრუნველყოს, რომ არ მოხდეს ამ ძალადობის შემდგომი ესკალაცია“, – განაცხადა ჰიპერმა.

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 

 

ასევე დაგაინტერესებთ