,, საქართველოში LGBTIQ პირთა უფლებების სამართლებრივი დაცვა დიდწილად არასაკმარისია''- ევროკომისიის ანგარიში 04.11.2025 18:41

საქართველოში LGBTIQ პირები სულ უფრო მტრულ და სტიგმატიზებულ გარემოს აწყდებიან, განსაკუთრებით კი ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ საკანონმდებლო პაკეტის შედეგად, - ნათქვამია საქართველოს შესახებ ევროკომისიის ანგარიშში.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ „ხელისუფლება არა მხოლოდ ვერ ცნობს და ვერ უმკლავდება LGBTIQ პირთა დისკრიმინაციის სისტემურ ბუნებას, არამედ აძლიერებს დისკრიმინაციას, შეუწყნარებლობას და სისტემურ ძალადობას“.

LGBTIQ პირთა უფლებების სამართლებრივი დაცვა დიდწილად არასაკმარისია, და ეს პირები სერიოზული დისკრიმინაციის, შეუწყნარებლობისა და სისტემური ძალადობის წინაშე დგანან. გრძელდებოდა ჰომოფობიური და ტრანსფობიური რიტორიკა, მათ შორის მაღალი თანამდებობის პირების მიერ წაქეზებული და გაძლიერებული გზავნილები“, - აცხადებენ ევროკომისიაში.

„2024 წლის სექტემბერში ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ საკანონმდებლო პაკეტის მიღებამ LGBTIQ პირებისთვის ძალიან უარყოფით იურიდიულ შედეგებთან ერთად გაამყარა მტრული გარემო საქართველოს მოსახლეობის გარკვეული ნაწილისთვის და გააღვივა სტიგმატიზაცია და დისკრიმინაცია. მისი დებულებები, სხვა საკითხებთან ერთად, მოიცავს: არაჰეტეროსექსუალი პირებისთვის ბავშვის აყვანის აკრძალვის დაფიქსირებას, LGBTIQ პირებისთვის საიდენტიფიკაციო დოკუმენტებში გენდერის მარკერის შეცვლის პრევენციას, და საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და მედიაში LGBTIQ იდენტობების პოპულარიზაციისკენ მიმართული საჯარო შეკრებებისა და ინფორმაციის გავრცელების აკრძალვას. ვენეციის კომისია მიიჩნევს, რომ აღნიშნული კანონმდებლობა შეუთავსებელია შესაბამის ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებთან. მისმა მიღებამ ხელი შეუწყო სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის ზრდას და გაზარდა ბარიერები LGBTIQ პირებისთვის ჯანდაცვის, განათლებისა და დასაქმების უფლებებით სარგებლობის კუთხით“, - აღნიშნულია ანგარიშში.

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ