არ ეშვება ბრიუსელში კოლექტიური ბიუროკრატია იმაზე ფიქრს, რადიკალური ოპოზიცია დააბრუნოს ხელისუფლებაში -ირაკლი კობახიძე 05.11.2025 17:42

დღეს, ბუნებრივია, ძალიან რთულია ამ ურთიერთობებში გარდატეხის შეტანა, თქვენ ხედავთ, რომ არ ეშვება კოლექტიური ბიუროკრატია ბრიუსელში იმაზე ფიქრს, რამენაირად დააბრუნონ რადიკალური ოპოზიცია ხელისუფლებაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჩინეთში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.

კობახიძის თქმით, ხელისუფლებას იმედი აქვს, რომ შეიცვლება ევროპული ბიუროკრატიის დამოკიდებულება ქართველი ხალხის მიმართ.

„ამ ვითარებაში, რა თქმა უნდა, ძალიან რთულია რაიმე გარდატეხაზე ფიქრიც კი, თუმცა ჩვენ დაველოდებით მოვლენების განვითარებას. იმედი გვაქვს, რომ მომავალში მაინც შეიცვლება ევროპული ბიუროკრატიის დამოკიდებულება ქართველი ხალხის და ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ. ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, შესაძლებელი იქნება გარდატეხის შეტანა ურთიერთობებში", - განაცხადა პრემიერმა.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ