არასდროს არაფერი არ დამიმალავს, მარტივი ამბავია, რომ გერმანიის ელჩმა ჩემი მეუღლისგან ქონება იქირავა -მამუკა ხაზარაძე 06.11.2025 19:30

არასდროს არაფერი დამიმალავს, ჩემს მეუღლეზე გაფორმებული ქონების გადასახადი თვითონვე აღმოვაჩინეთ და მივმართეთ შესაბამის უწყებას, - ამის შესახებ პარტია „ლელო - ძლიერი საქართველოს" ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მარტივი ამბავია, რომ გერმანიის ელჩმა მისი მეუღლისგან სააგენტოს მეშვეობით ქონება იქირავა.

„არასდროს არაფერი არ დამიმალავს. ჩემს მეუღლეზე გაფორმებული ქონების გადასახადი თვითონვე აღმოვაჩინეთ. თვითონ მივმართეთ შესაბამის უწყებას და იმის მაგივრად, ეს აღმოჩენა ჩვენთან გადაემოწმებინათ, ტელევიზიაში დაიწყეს კამპანია პარლამენტის თავმჯდომარით დაწყებული, ე.წ. პრემიერ-მინისტრი იდგა და საგადასახადო გაუგებრობაზე კომენტარს აკეთებდა ერთი თვის განმავლობაში. ეს ყველაფერი დამთავრდა, თანხა გადახდილია, ჯარიმის ოდენობა ჩვენ განვსაზღვრეთ და წინასწარ ჩავრიცხეთ. რაც შეეხება დეკლარაციის შევსებას, 2000 ლარით დამაჯარიმეს. კიდევ ერთი მცდელობაა, გადაფარონ ის მილიონები, ბიძინა ივანიშვილის მინისტრები რომ იპარავენ, სახლში უდევთ და თავისუფლად დადიან. კლანებს შორის იმ ქონების გადანაწილება მიდის, რომელიც ქართველ ხალხს მოჰპარეს. ამ ყველაფრის გადაფარვა უნდათ 2000-ლარიანი ჯარიმით. არ გამოუვათ, ეს დანაშაულები არ გამოუვა არავის. ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას, ვერავის შეაშინებთ ვერც ციხით", - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ