საერთაშორისო მოლაპარაკებების 65-ე რაუნდი ჟენევაში 11 ნოემბერს გაიმართება - ქართული დელეგაცია შვეიცარიაში უკვე გაემგზავრა 09.11.2025 12:10

საერთაშორისო მოლაპარაკებების 65 რაუნდი ჟენევაში 11 ნოემბერს გაიმართება. ქართული დელეგაცია, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ლაშა დარსალიას ხელმძღვანელობით, ჟენევაში უკვე გაემგზავრა.

დელეგაციის შემადგენლობაშია აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე. პირველი დღე, ტრადიციულად, თანათავმჯდომარეებთან ტექნიკურ შეხვედრებს დაეთმობა, მოლაპარაკებათა 65-ე რაუნდი კი ოფიციალურად 11 ნოემბერს დაიწყება.

"მოლაპარაკებებზე ჩვენი მთავარი მიზანია კიდევ ერთხელ დავაფიქსიროთ ჩვენი მტკიცე პოზიცია აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის საკუთარ სახლებში ღირსეულად დაბრუნებასთან დაკავშირებით. სწორედ ამიტომ, ქართულმა დელეგაციამ უნდა გამოვიყენოთ ჩვენს ხელთ არსებული ყველა ბერკეტი, რათა დევნილთა დაბრუნება არ დარჩეს მხოლოდ დეკლარირებულ მიზნად. შესაბამისად, ჩვენ ველით, რომ ამ რაუნდზე მაინც დასრულდება მავნე პრაქტიკა და აღნიშნული საქმის განხილვისას რუსეთისა და საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები არ დატოვებენ მოლაპარაკებების მაგიდას", - აცხადებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე.

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ