,ამბიონი ყველგანაა, სადაც ადამიანი ქრისტეზე იქადაგებს, მაგრამ იქადაგოს ქრისტეზე და ნახავს თუ დატოვებენ მას იქ''- დეკანოზი ალექსანდრე გალდავა დოროთე ყურაშვილზე 09.11.2025 21:06

ჩემმა მეგობრებმა, სასულიერო პირებმა მითხრეს ამის შესახებ და ძალიან მძიმე სურათი დამიხატეს. მართალია ამ შემთხვევაში მე ვერ გამოვდგები მოწმედ, რადგან არსებობს დაზარალებული, არსებობენ ადამიანები, რომლების ირგვლივაც ხდებოდა, არსებობს ეპისკოპოსი, რომლის ეპარქიაშიც მოხდა ეს ყველაფერი და არსებობენ სხვა მღვდელმთავრები, რომლებიც ესწრებოდნენ მისგან სინანულის გამოხატვას და პატრიარქისგან დატუქსვას , - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ დეკანოზმა ალექსანდრე გალდავამ არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილის მხრიდან ძალადობის ფაქტზე საუბრისას.

დეკანოზი ასევე გამოეხმაურა არქიმანდრიტის ნათქვამ სიტყვებს, რომ მისი ტაძარი რუსთაველის გამზირია და მისი ამბიონი პარლამენტის კიბეები.

„ამბიონი ყველგანაა, სადაც ადამიანი ქრისტეზე იქადაგებს, მაგრამ იქადაგოს ქრისტეზე და ნახავს თუ დატოვებენ მას იქ. რა არის სიმართლე, რომ ლანძღავ შენს თანამოძმეებს, შენს მოციქულებს?

დღეს დოროთეს ტექნოლოგიაში არ შედის ის, რომ პატრიარქიც გაილანძღოს. რაღაც ერთი იდეალი უნდა იყოს, რომელზეც სწორდება მამა დოროთე და დანარჩენები უნდა იყვნენ რუსეთუმეები. იქ, სადაც უწმინდესია, სადაც ეპისკოპატია, სადაც ყველა სამღვდელო პირი და ჩვენი მრევლია, იქ არის ეკლესია, ჭეშმარიტება და სიმართლე“, -აღნიშნა დეკანოზმა ალექსანდრე გალდავამ.

დეკანოზმა ასევე ისაუბრა არქიმანდრიტ დოროთეს მიერ გაკეთებულ განცხადებებზეც.

„სრულიად გაუგონარია, როდესაც ადამიანი, ბერი ლაპარაკობს იმაზე, რომ რასაც მე ვლაპარაკობ ეს არის ჭეშმარიტება. ვინც ამას ტაშს უკრავს, ვხვდებით ვინ არის ამის დიდი ნაწილი. ზოგი მჩხიბავია, ზოგი ღვთის მგმობელი, ზოგი ლგბტ დროშის მტვირთველია. ეს ადამიანები მათ წაახალისებენ და უფრო უკიდურეს მდგომარეობას უქმნის ამ პიროვნების მომავლის“, - განმარტა დეკანოზმა ალექსანდრე გალდავამ.

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ