ოპოზიციის ლიდერები ეწევიან ანტისახელმწიფოებრივ ქმედებას, დგამენ ისეთ ნაბიჯებს, რომელიც აზიანებს ამ ქვეყანას -კახა კალაძე 10.11.2025 14:45

ეს ადამიანები თავიანთი ქმედებებით ეწევიან ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას, დგამენ ისეთ ნაბიჯებს, რომლებიც აზიანებს ამ ქვეყანას, მის მომავალს, ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, მშვიდობის შენარჩუნებას და ა.შ. – ასე პასუხობს თბილისის მერი კახა კალაძე შეკითხვას ოპოზიციის ლიდერების ნაწილისთვის გენერალური პროკურატურის მიერ წარდგენილ ბრალდებასთან დაკავშირებით.

ამასთან, კითხვაზე, შეიძლება თუ არა ამავე საქმესთან დაკავშირებით ბრალი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს ან საქართველოს მეხუთე პრეზიდენტსაც წაუყენონ, მერი ამობობს, რომ ამასთან დაკავშირებით მას ინფორმაცია არ აქვს.

„ამაზე ვრცელი განმარტება გააკეთა საგამოძიებო უწყებამ, მე დამატებით ვერაფერს გეტყვით, თუ ვინ შეიძლება კიდევ იყოს გამოძიების ქვეშ. არ მაქვს ინფორმაცია აღნიშნულთან დაკავშირებით, თუმცა რაც შეეხება ბრალდებას, რაც მოვისმინეთ, ძალიან მძიმეა და ამაზე ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია. ეს ადამიანები თავიანთი ქმედებებით ეწევიან ანტისახელმწიფოებრივ ქმედებას, დგამენ ისეთ ნაბიჯებს, რომლებიც აზიანებს ამ ქვეყანას, მის მომავალს, ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, მშვიდობის შენარჩუნებას და ა.შ.“ – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, პოლიტიკოსს, პირველ ყოვლისა, საკუთარი ქვეყნის ინტერესების დაცვა მოეთხოვება.

„როდესაც ხარ პოლიტიკოსი, პირველ რიგში, უნდა ატარებდე შენი ქვეყნის ინტერესს, უნდა იცავდე შენი ქვეყნის მოსახლეობის ინტერესს. ჩვენ არაერთხელ მოვისმინეთ, რომ ამ ადამიანებს საერთოდ არ აინტერესებთ საკუთარი ქვეყანა, საკუთარი ხალხი, ისინი მხოლოდ თავიანთ გარე პატრონებს ემსახურებიან“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ