ლერი ბარნაბიშვილი ფინანსთა მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა 12.11.2025 11:58

ლერი ბარნაბიშვილი ფინანსთა მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ბრძანებაშია ნათქვამი.

"საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ" საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, გათავისუფლდეს ლერი ბარნაბიშვილი საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან 2025 წლის 11 ნოემბრიდან", - ნათქვამია პრემიერ-მინისტრის ბრძანებაში.

ბარნაბიშვილი პოსტზე 2024 წლის 5 მარტს დაინიშნა.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ