გიორგი გახარია ბერლინში მდებარე "ჰერტის სკოლის" მკვლევარი გახდა 14.11.2025 15:36

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პარტიის „გახარია საქართველოსთვის" ლიდერი გიორგი გახარია ბერლინში მდებარე „ჰერტის სკოლის" მკვლევარი გახდა.

ამის შესახებ „ჰერტის სკოლის" ვებგვერდზეა ნათქვამი.

„ამჟამად გიორგი გახარია „ჰერტის სკოლაში" მკვლევარია. ასევე, ის არის მიწვეული მკვლევარი „ჰერტის სკოლის" ჟაკ დოლორის ცენტრში, სადაც მისი კვლევა ფოკუსირებულია საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხის შესწავლაზე ევროპული უსაფრთხოების პრიზმით. კვლევის მიზანია, კრიტიკულად შეაფასოს საქართველოს ევროკავშირში შესაძლო გაწევრიანების შედეგები უსაფრთხოებისთვის, ევროკავშირი საქართველოს ურთიერთობების ისტორიული, პოლიტიკური, სოციალური-ეკონომიკური და უსაფრთხოების ასპექტების გათვალისწინებით, რომლებიც ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებს განსაზღვრავს. კვლევა იყენებს პრაქტიკულ მეთოდებს, მათ შორის ევროკომისიისა და წევრი სახელმწიფოების წამყვან გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან სიღრმისეულ ინტერვიუებს", - აღნიშნულია „ჰერტის სკოლის" ინფორმაციაში.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ