"ღიად მივმართავთ დასავლელ პარტნიორებს, რომ ქმედით ნაბიჯებზე გადავიდნენ" - გიორგი ბუტიკაშვილი 15.11.2025 17:41

ოპოზიციური პარტია წერს, რომ სიმბოლური ქმედებების დრო ამოიწურა, ამიტომ ითხოვს გადამწყვეტ ნაბიჯებს პარტნიორებისგან. აქცენტი კეთდება პერსონალურ სანქციებზე, "მეგობარი აქტის" მიღებაზე, პოლიტიკური და ფინანსური ჩართულობის შეჩერებაზე. ტექსტში ასევე საუბარია მოთხოვნაზე, ქართველი ხალხის ლეგიტიმურ წარმომადგენლებად იქნან აღიარებულნი სალომე ზურაბიშვილი, ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება.
 
"ღიად მივმართავთ დასავლელ პარტნიორებს, რომ ქმედით ნაბიჯებზე გადავიდნენ. ქმედით ნაბიჯებში ვგულისხმობთ და ჩამოწერილი გვაქვს ის მთავარი მიმართულებები, რაც მნიშვნელოვანია. წინააღმდეგობის ერთობა, რომელიც ჩამოყალიბდა საზოგადოების, პარტიების, არასამთავრობო სექტორისა და ქალბატონი სალომეს გარშემო. სწორედ ეს ერთობა უნდა აღიაროს დასავლეთმა, როგორც დემოკრატიის ლეგიტიმური მცველები; დაასანქცირონ "ქართული ოცნების" წარმომადგენლები.

მნიშვნელოვანია, ჩვენს დასავლელ პარტნიორებს ყველანაირი ფორმით ვესაუბროთ - მათ შორის, ღია წერილებით", - განაცხადა "კოალიცია ცვლილებისთვის" წევრმა, გიორგი ბუტიკაშვილმა.

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ