თვალის ერთი ოპერაცია ხომ გაიკეთა, მეორე ოპერაციასთან დაკავშირებით წავიდნენ გერმანიაში-ალექსი ახვლედიანი - თორნიკე რიჟვაძეზე 17.11.2025 12:54

"თვალის ერთი ოპერაცია ხომ გაიკეთა, მეორე ოპერაციასთან დაკავშირებით წავიდნენ გერმანიაში", - ამის შესახებ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი, ალექსი ახვლედიანი თორნიკე რიჟვაძეზე საუბრისას აცხადებს.

როგორც ახვლედიანი განმარტავს, რიჟვაძის ოჯახი გერმანიაში საცხოვრებლად არ გადასულა.

"თვალის პრობლემა აქვს ისევ და ამიტომ წავიდა სხვა კლინიკაში გერმანიაში. მხედველობა არ დაუკარგავს, მაგრამ პრობლემები აქვს. პირველი ოპერაციის შემდეგ კვლავ ჩაუდგა სითხე, ამიტომ ესაჭიროება დამატებითი მკურნალობა. პირველი ოპერაციის შემდეგ დარწმუნებულები ვიყავით, რომ კარგად ჩაივლიდა და აღარ ჩაუდგებოდა სითხე, სამწუხაროდ, მაინც ჩაუდგა და დამატებითი მკურნალობისთვის გადავიდა გერმანიაში. რა თქმა უნდა ჩამოვა, რატომ არ უნდა ჩამოვიდეს?! რაც შეეხება ოჯახთან ერთად თავშესაფრის მოთხოვნას, მე მსგავსი არაფერი მსმენია, რატომ უნდა მოითხოვოს იმასაც ვერ ვხვდები. მანამდე ხომ იყო გერმანიაში ამ პრობლემასთან დაკავშირებით, შემდგომ აპირებდა დაბრუნებას იგივე კლინიკაში. რადგან მოხვდა თურქეთში, თურქეთშივე გაიკეთა პირველი ოპერაცია, მაგრამ გაუმეორა სითხის ჩადგომამ და არის იქით. ტელეფონი არ აქვს და არ მისაუბრია მასთან", - განაცხადა ალექსი ახვლედიანმა.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ