17.11.2025 17:04
2024 ან 2020 წლის არჩევნები რომ ნახოთ, მიხვდებით, რომ საზღვარგარეთ დაფიქსირებულ ხმებს საერთო შედეგებზე არანაირი გავლენა არ ჰქონია, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ყველანაირი მითითება, რომელი პარტიის მხარდამჭერები ცხოვრობენ საზღვარგარეთ, თითიდან გამოწოვილი სპეკულაციაა.
„ის, რომ უცხოეთში მხოლოდ კოლექტიური „ნაცმოძრაობის" მხარდამჭერები ცხოვრობენ და ამიტომ ამომრჩეველს ხმის მიცემის უფლება ეზღუდება, სპეკულაცია და ტყუილია, რადგან ამ ადამიანებს უფლება აქვთ, საქართველოში ჩამოვიდნენ და თავიანთი არჩევანი თავისუფლად დააფიქსირონ", - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
არარეზიდენტი მოქალაქეებისთვის არჩევნებში ხმის მიცემის წესი იცვლება. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, ერთადერთი პირობა იქნება ოთხ წელიწადში ერთხელ სამშობლოში ხმის მიცემა.
ავტორ(ებ)ი :