საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ისრაელის სახელმწიფოში პირველ ოფიციალურ ვიზიტს მართავს 17.11.2025 18:16

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ისრაელის სახელმწიფოში პირველ ოფიციალურ ვიზიტს მართავს. მაკა ბოჭორიშვილი უკვე შეხვდა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრს.

ასევე, ეწვია იერუსალიმის მართლმადიდებელ საპატრიარქოს, სადაც იერუსალიმის პატრიარქს, თეოფილე მესამეს ესაუბრა.

მაკა ბოჭორიშვილმა გვირგვინით შეამკო იერუსალიმში, ჰოლოკოსტის მსხვერპლთა მემორიალი. დაგეგმილია შეხვედრები ეროვნული უსაფრთხოების და სოფლის მეურნეობის მინისტრებთან, ასევე ქნესეთის სპიკერთან.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის თქმით, მათ ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებსა და პერსპექტივაზე, რომელიც სამომავლოდ უნდა განვითარდეს.

"ჩვენ ვისაუბრეთ სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაძლიერებაზე, იმ ინტერესის სფეროებზე, როგორიცაა სოფლის მეურნეობა, ვაჭრობა და განათლების მიმართულება, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას იმისთვის, რომ მეტად გაძლიერდეს კავშირები. კონკრეტული გეგმებიც განვიხილეთ და იმედი მაქვს, რომ ამ მიმართულებით ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები კიდევ უფრო გაძლიერდება. საკმაოდ კარგი მაჩვენებლები გვაქვს ტურიზმის სფეროში, საქართველო არის ადგილი ვიზიტორებისთვის, ესეც ძალიან მნიშვნელოვანია და ამ მიმართულებითაც ჩვენი ურთიერთობები კიდევ უფრო უნდა გაძლიერდეს“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ