,,არჩევნებში ხმის მიცემის წესთან დაკავშირებული ინიციატივა მიმართულია უცხოური გავლენებისგან ხალხის ნების დაცვისკენ''- მაკა ბოჭორიშვილი 17.11.2025 20:56

 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, არჩევნებში ხმის მიცემის წესის თაობაზე არარეზიდენტ მოქალაქეებთან დაკავშირებული ინიციატივა მიმართულია დემოკრატიული არჩევნების და უცხოური გავლენებისგან ხალხის ნების დაცვისკენ.

ბოჭორიშვილის თქმით, საქართველოს ყველა მოქალაქეს აქვს და ექნება უფლება, მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში და ახალი ინიციატივა არანაირად არ ზღუდავს მოქალაქეთა უფლებას.

„ჩვენ როცა ვსაუბრობთ უცხოურ გავლენებზე, გააზრებულ გადაწყვეტილებაზე, ამ დიდ დეზინფორმაციულ კამპანიებში რთულია, შენი მოქალაქეები საზღვარგარეთაც სრულად გყავდეს ინფორმირებული, რასთან გვაქვს საქმე, რას ეხება ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება და სად გადის უსაფრთხოება. კიდევ ერთხელ, არავინ იზღუდება ამ ინიციატივით, საქართველოს მოქალაქეებს, ისევე როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, უფლება ექნებათ, მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში და მისცენ ხმა სასურველ საარჩევნო სუბიექტს, ხმის მიცემის უფლება განახორციელონ საქართველოში. ასეთი წესები არსებობს ბევრგან, ბევრი ქვეყნისთვის, ეს არ არის უცხო საერთაშორისო პრაქტიკა. ბევრი დემოკრატიული ქვეყანა იყენებს ამგვარ მიდგომას და პირველ რიგში, ეს გამომდინარეობს ქვეყნის საჭიროებებიდან, ქვეყნის უსაფრთხოების, მათ შორის დემოკრატიის დაცვის საჭიროებიდან", - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

არარეზიდენტი მოქალაქეებისთვის არჩევნებში ხმის მიცემის წესი იცვლება. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, ერთადერთი პირობა იქნება ოთხ წელიწადში ერთხელ სამშობლოში ხმის მიცემა.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ