პარტიებს ადგილობრივ არჩევნებში მერობისა და საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატებად მხოლოდ პარტიის წევრების წარდგენის შესაძლებლობა ექნებათ 18.11.2025 18:26

პარტიებს ადგილობრივ არჩევნებში მერობისა და საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატებად მხოლოდ პარტიის წევრების წარდგენის შესაძლებლობა ექნებათ.

 

ახალი „საარჩევნო კოდექსის“ პროექტის გათვალისწინებით, საარჩევნო კანონმდებლობით განისაზღვრება, რომ პარტიამ მერობის კანდიდატად შეიძლება მხოლოდ ამ პარტიის წევრი წარადგინოს. ასევე პარტიის მიერ წარდგენილი მაჟორიტარი კანდიდატი მხოლოდ ამ პარტიის წევრი უნდა იყოს.

 

ანალოგიური წესი გავრცელდება საარჩევნოდ წარდგენილ პარტიულ სიებზეც, სადაც დეპუტატობის კანდიდატად მხოლოდ პარტიის წევრების შეყვანა იქნება შესაძლებელი.

 

შესაბამისად, ახალი „საარჩევნო კოდექსის“ პროექტის თანახმად, პარტია უფლებამოსილი იქნება კანდიდატად მხოლოდ პარტიის წევრი წარადგინოს, უპარტიო კანდიდატის წარდგენის შესაძლებლობა კი, საინიციატივო ჯგუფებს ექნება. სხვა შემთხვევაში კანდიდატი რეგისტრაციაში არ გატარდება ან რეგისტრირებულ კანდიდატს რეგისტრაცია გაუუქმდება.

 

ახალი რედაქციის “საარჩევნო კოდექსის“ პროექტსა და მასზე თანდართულ საკანონმდებლო ცვლილებებს 19 ნოემბერს, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი განიხილავს.

 

პროექტის ავტორი და ინიციატორები არიან “ქართული ოცნების“ დეპუტატები: - არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, რატი იონათამიშვილიალუდა ღუდუშაურიდავით მათიკაშვილიგურამ მაჭარაშვილი, აკაკი ალადაშვილი, თენგიზ შარმანაშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე.

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ