ივანიშვილმა საქართველოს ჩამოაჭრა 1/3 ემიგრანტების სახით და როცა ამ ყასბურ სამუშაოს დაასრულებს, არხებსაც გათიშავს - კარგი ისაა, რომ "ბესპრედელი" დიდხანს არასდროს გრძელდება-სააკაშვილი 19.11.2025 13:12

ის, რასაც ვუყურებთ დღეს, არის კლასიკური მოდელი იმისა, თუ როგორ მოქმედებენ სრულიად უკონტროლო სისტემები. ამათ ჟარგონზე ჰქვიათ Безпредел,-ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქის" გვერდზე წერს.

როგორც ის აღნიშნავს, „ბესპრედელი" დიდხანს არასდროს გრძელდება.

„რუსეთმა ეს გამოიყენა საერთაშორისო სისტემის დანგრევისთვის, შიდა Безпредел-თვის და ომისთვის.

საერთაშორისო სისტემის მოშლის ხვრელში გაძვრა ბევრი სხვა წვრილფეხა რეჟიმი, როგორიცაა ვენესუელა, რამდენიმე აფრიკული რეჟიმი და ივანიშვილი, რომელიც მხოლოდ იმიტომ არ თიშავს მისგან დამოუკიდებელ არხებს, რომ პირდაპირ ეთერში გვაყურებინოს ქართული სახელმწიფოს დაკვლა.

აი, გუშინწინაც საქართველოს ჩამოაჭრა მისი 1/3, ემიგრანტების სახით. როცა ამ ყასბურ სამუშოს დაასრულებს, არხებსაც გათიშავს და მთლიანად ნაქვეყანარში დაისადგურებს სიბნელე. უნდა ვიბრძოლოთ! კარგი ამბავი ისაა, რომ „ბესპრედელი" დიდხანს არასდროს გრძელდება", - წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ