მიხეილ ყაველაშვილთან ვისაუბრე სომხეთ-საქართველოს ყოვლისმომცველ ორმხრივ დღის წესრიგზე, ჩვენი საერთო მიზნებისა და ღირებულებების ერთგული ვარ -სომხეთის პრეზიდენტი 20.11.2025 10:43

სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ვაჰაგნ ხაჩატურიანი საქართველოში ოფიციალური ვიზიტის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

როგორც ხაჩატურიანი წერს, საქართველოს პრეზიდენტთან, მიხეილ ყაველაშვილთან ერთად განიხილა სომხეთ-საქართველოს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები.

„სასიამოვნოა დაბრუნება მეგობარ საქართველოში, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში. დეტალური საუბარი მქონდა პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან სომხეთ-საქართველოს ყოვლისმომცველ ორმხრივ დღის წესრიგზე. ხაზი გავუსვი ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის უდიდეს მნიშვნელობას. ყურადღება გავამახვილე ყველა დონეზე ჩვენი ქვეყნების ხელისუფლებებს შორის რეგულარული დიალოგის მნიშვნელობაზე, მათ შორის უმაღლეს დონეზე. ხაზი გაესვა „მშვიდობის გზაჯვარედინის" ინიციატივას და მის ასახვას რეგიონულ ვაჭრობასა და ურთიერთდაკავშირებაზე. მადლიერი ვარ თბილი მიღებისთვის და ჩვენი საერთო მიზნების, ღირებულებების წინსვლის ერთგული ვარ", - წერს სომხეთის პრეზიდენტი.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ