უკიდურესად შეშფოთებული ვართ საქართველოში განვითარებული მოვლენებით, ძალიან სწრაფად დგამენ ნაბიჯებს ევროკავშირის წევრობის საპირისპიროდ -შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი 20.11.2025 13:00

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარია მალმერ სტენერგარდი აცხადებს, რომ შვედეთი საქართველოში განვითარებული მოვლენებით შეშფოთებულია.

ამის შესახებ მან ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

„ჩვენ უკიდურესად შეშფოთებული ვართ საქართველოში განვითარებული მოვლენებით. ისინი ძალიან სწრაფად დგამენ ნაბიჯებს ევროკავშირის წევრობის საპირისპიროდ. ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ, მხარი დავუჭიროთ იმ მოქალაქეებს, რომლებიც მუშაობენ დემოკრატიისა და პრესის თავისუფლებისთვის, რადგან საქართველოში ამას სასწრაფოდ მივიჩნევთ", - განაცხადა სტენერგარდმა.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ