21.11.2025 01:22
ე.წ სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის გაუქმება არა თუ სწორი და მნიშვნელოვანი ნაბიჯია, არამედ ეს არის იმ ღალატის გამოსწორება, რომელიც თავის დროზე სააკაშვილის რეჟიმმა ჩაიდინა, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE" საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ყოფილი სამხეთ ოსეთის ადმინისტრაციის გაუქმებასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ინიციატივაზე საუბრისას.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, სააკაშვილის ეს ქმედება ეს ქმედება პირდაპირ გააზრებული ღალატი და ქვეყნის ომში შეყვანა იყო.
„როდესაც უცხოურ დოკუმენტში, ან ტექსტში ვკითხულობდით ტერმინს „სამხრეთ ოსეთი", ჩვენ ამას ყველანაირად ვეწინააღმდეგებოდით და არ შეიძლება, რომ ეს ჩვენივე სამართლებრივ სივრცეში გვქონდეს. ე.წ სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის გაუქმება არა თუ სწორი და მნიშვნელოვანი ნაბიჯია, არამედ ეს არის იმ ღალატის გამოსწორება, რომელიც თავის დროზე სააკაშვილის რეჟიმმა ჩაიდინა. მისი ეს ქმედება პირდაპირ გააზრებული ღალატი და ქვეყნის ომში შეყვანა იყო" - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ხელისუფლების გადაწყვეტილებით, მიხეილ სააკაშვილის მიერ შექმნილი „ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაცია" უქმდება.
ავტორ(ებ)ი :