ლუკა ძაძამიამ უამრავი შეურაცხყოფა მიიღო ბოლო თვეებში, ის მუშაობას კერძო სექტორში განაგრძობს -კახა კალაძე 21.11.2025 11:07

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ლუკა ძაძამიამ უამრავი შეურაცხყოფა მიიღო ბოლო თვეებში, ის მუშაობას კერძო სექტორში განაგრძობს. ამის შესახებ კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა ლუკა ძაძამიას მიერ საკრებულოს დატოვებასთან დაკავშირებული კითხვის პასუხად.

თბილისის მერის განმარტებით, აღნიშნული მისი პირადი გადაწყვეტილებაა.

„ის „ქართული ოცნების" მხარდამჭერია. გუშინ გვქონდა საუბარი. დარწმუნებული ვარ, თავად გააკეთებს განმარტებას", - განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება მედიის კითხვას, ძაძამიას წასვლა ხომ არ უკავშირდება წარსულში ოპოზიციის მიერ გამართულ აქციებში მის მონაწილეობას, კახა კალაძემ განაცხადა, რომ შეუმცდარი არავინაა, მან აღნიშნულ ქმედებაზე განმარტებები გააკეთა და ამას მის წასვლასთან კავშირი არ აქვს.

„ყველას გვეშლება ცხოვრებაში, ის ახალგაზრდაა, მან გააკეთა განმარტებები ამასთან დაკავშირებით, რომ დაუშვა შეცდომა. მის აწმყოზე ყველაფერი გასაგები იყო, მომავალზე თვითონ ისაუბრებს. არანაირი პრეტენზიები მის მიმართ „ქართული ოცნების" მხარდამჭერების მხრიდან არ ყოფილა", - აღნიშნა კახა კალაძემ.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ