არანაირი ტერმინი სამხრეთ ოსეთი ქართულ სამართლებრივ-პოლიტიკურ სივრცეში არ იქნება -შალვა პაპუაშვილი 21.11.2025 14:35

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ქართულ სამართლებრივ-პოლიტიკურ სივრცეში ტერმინი სამხრეთ ოსეთი არ იქნება.

მისი თქმით, ბოლო დღეებში გამოჩნდა, რომ აღნიშნულ საკითხზე უცხოეთიდან დაქირავებული „ენჯეოები" აალაპარაკეს.

„დღევანდელი გადმოსახედიდან, მათ შორის რეგიონში სხვადასხვა პროცესს რომ ვაკვირდებით, მათ შორის ისტორიიდან, ეს ხელისგულზე დევს. უფრო მეტიც, ამ დღეებში ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა. თქვენ თუ დააკვირდით ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით სხვა პარტიების მხრიდან, მათ შორის რადიკალური ოპოზიციიდან დიდი წინააღმდეგობა არ ყოფილა. ვინ აალაპარაკეს? უცხოეთიდან დაქირავებული „ენჯეოები". გამოვიდა ორი, სამი უცხოეთიდან დაქირავებული „ენჯეო" და რას ჰქვია, სამხრეთ ოსეთი რატომ არ უნდა იყოს და ასე შემდეგ. აქაც გამოჩნდა, რომ პირდაპირ მიიღეს დავალება ამ თემასთან დაკავშირებით. ის, რომ ამდენი ხანი ეს საკითხი გამოგვყვა, უცხოეთიდან დაქირავებული „ენჯეოების" რეაქციებიც აჩვენებს, რომ ამასაც სჭირდებოდა, ხელისუფლება ყოფილიყო ძლიერი საკმარისად, რომ ხმა ვერ ამოეღოთ ამ საკითხთან დაკავშირებით", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ