ევროპას რუსეთთან ირიბი და პირდაპირი ვაჭრობა აქვს, ამ დროს საქართველოს რუსეთთან ნებისმიერი სახის ხელშეკრულების გაფორმებას უშლიან-გურამ მაჭარაშვილი 21.11.2025 14:40

საქართველოს იმას ერჩიან, რომ ბრიუსელს სუვერენიტეტი არ მივეცით, აქ ლგბტ აღლუმები არ ჩავატარეთ, მეორე ფრონტი არ გავხსენით და ევროპისთვის საქართველო რუსეთის წინააღმდეგ დაზღვევა არ გახდა, - ამის შესახებ „ხალხის ძალის" წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისი თქმით, აღიარებულია, რომ ევროპას რუსეთთან ირიბი და პირდაპირი ვაჭრობა აქვს, ამ დროს საქართველოს რუსეთთან ნებისმიერი სახის ხელშეკრულების გაფორმებას უშლიან.

„ამის გამოა საქართველოს მიმართ უსამართლო განცხადებები და ქმედებები. აღიარებულია, რომ ევროპას რუსეთთან ვაჭრობა აქვს, ირიბიც და პირდაპირიც, ამ დროს კი რუსეთთან ნებისმიერი სახის ხელშეკრულების გაფორმებას გვიშლის. ბალტიისპირეთში ვენახი არ მოდის და ამ დროს რუსეთთან ღვინით ვაჭრობენ, საქართველოზე მეტი ოდენობის თანხებია დაფიქსირებული. პირდაპირ აცხადებენ, რომ საქართველო ბალტიისპირა ქვეყნებისა და ევროპისთვის დაზღვევა უნდა იყოს, რომ რუსეთი მათ წინააღმდეგ არ წავიდეს. სამწუხაროდ, როგორც ამას ეწირება უკრაინაში ხალხი, ასე უნდა შეეწიროს ქართველი ხალხი, რათა რუსეთმა ევროპის წინააღმდეგ ომის გაჩაღება არ მოიფიქროს. თურმე ამ ყველაფერს საქართველო უნდა შეეწიროს", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ