ჩვენი შვილები არ წავლენ უკრაინაში საბრძოლველად და დასაღუპად საფრანგეთის მთავრობის პრესსპიკერი მოდ ბრეჟო 21.11.2025 16:46

ჩვენი შვილები არ წავლენ უკრაინაში საბრძოლველად და დასაღუპად, - ამის შესახებ საფრანგეთის მთავრობის პრესსპიკერმა, მოდ ბრეჟომ განაცხადა.

მოდ ბრეჟო გამოეხმაურა საფრანგეთის არმიის გენშტაბის ხელმძღვანელის, ფაბიენ მანდონის განცხადებას, რომ ქვეყანა რუსეთთან შესაძლო ომში შვილების დაკარგვისთვის მზად უნდა იყოს.

„მოდით, ძალიან ნათლად ვთქვათ: ჩვენი შვილები, იმ გაგებით, როგორც ჩვენ ვგულისხმობთ, არ წავლენ უკრაინაში საბრძოლველად და დასაღუპად, მაგრამ ბევრი ახალგაზრდა ირიცხება ჯარში. ეს არის პროფესიონალური არმია, რომელსაც ეროვნული გამძლეობა სჭირდება. თავდაცვის შტაბის უფროსი საუბრობდა ყველა იმ ჯარისკაცზე, რომლებიც მთელ მსოფლიოში არიან განლაგებული და რომელთა ასაკი 18-დან 27 წლამდეა. არ შეგვიძლია, უგულებელვყოთ ის ფაქტი, რომ ამ ჯარისკაცების ნაწილი საზღვარგარეთულ ოპერაციებში დაიღუპა", - განაცხადა მოდ ბრეჟომ.

ცნობისთვის, საფრანგეთის ქალაქების მერებთან ყოველწლიურ შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას გენერალმა ფაბიენ მანდონმა მოუწოდა ადგილობრივ მაღალჩინოსნებს, მოამზადონ მოქალაქეები იმისთვის, რომ შესაძლოა, დასჭირდეთ „მიიღონ ტანჯვა საკუთარი მეობის დასაცავად". „საფრანგეთი თუ არ იქნება მზად, მიიღოს თავისი შვილების დაკარგვა, ეკონომიკური გაჭირვება, რადგან პრიორიტეტი მიენიჭება თავდაცვის წარმოებას, მაშინ რისკის წინაშე ვიქნებით", - განაცხადა ფაბიენ მანდონმა. მოგვიანებით „პოლიტიკომ" გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, საფრანგეთის გენშტაბის უფროსის განცხადებამ, რომ ქვეყანა რუსეთთან შესაძლო ომში შვილების დაკარგვისთვის უნდა იყოს მზად, საფრანგეთში აღშფოთება გამოიწვია.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ