22.11.2025 14:48
ბრიუსელში იციან, სუსტები არიან არგუმენტებით, რომ საქართველოს წინააღმდეგ არგუმენტი არ აქვთ, ეს არის სუსტის გაქცევა დისკუსიისგან, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პარლამენტის თავმჯდომარეს დაუსვეს კითხვა, თუ რატომ არ მოისურვა ბრიუსელმა საქართველოს ხელისუფლების არგუმენტების მოსმენა.
„იციან, როგორც კი სიმართლეს შეეხება ის დეზინფორმაცია და ცრუ ნარატივები, რომელსაც ბრიუსელი ასე რუდუნებით აკოწიწებს ხოლმე, იმ მომენტშივე ჩამოისხვრევა მათი ნარატივები. იციან, სუსტები არიან არგუმენტებით. იციან, სიმართლეს ვერაფერს დაუყენებენ წინ. ეს არის სუსტის გაქცევა დისკუსიისგან. იციან, რომ საქართველოს წინააღმდეგ რაიმე არგუმენტი არ აქვთ", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ავტორ(ებ)ი :