22.11.2025 16:26
წარმოიდგინეთ, რამდენად წინ ვიქნებოდით, თუკი არ გვექნებოდა თავდასხმები ბრიუსელიდან, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, გარედან თავდასხმები საქართველოს განვითარების ტემპს აყოვნებს.
„„ფიჩის" რეიტინგი აჩვენებს საქართველოს ხელისუფლების სწორ ეკონომიკურ პოლიტიკას და ზოგადი პოლიტიკის წარმოებას, რომელიც სტაბილურობის შენარჩუნებაზეა მიმართული. შემდგომ ეს უკვე ეკონომიკურ გარემოსაც ახალისებს. რეგიონში მიმდინარე ომისა და ქვეყანაზე თავდასხმების ფონზე ასეთ წარმატებას რომ ვაღწევთ, ყველას შეუძლია, წარმოიდგინოს, რამდენად წინ ვიქნებოდით, თუკი არ გვექნებოდა თავდასხმები ბრიუსელიდან და სხვადასხვა ქალაქიდან. ზოგიერთ გარე ძალას საქართველოს მიმართ მტრული პოლიტიკა აქვთ. გარედან თავდასხმები აყოვნებს განვითარების იმ ტემპს, რომელიც გვაქვს", - განაცხადა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, საკრედიტო სააგენტო „ფიჩმა" (Fitch) საქართველოს სუვერენული რეიტინგი BB დონეზე შეაფასა, ხოლო პერსპექტივა ნეგატიურიდან სტაბილურამდე გააუმჯობესა.
ავტორ(ებ)ი :