შალვა პაპუაშვილი PABSEC-ის 66-ე გენერალურ ასამბლეაზე: ხვალ მექნება შესაძლებლობა, რომ მივმართო ასამბლეის მონაწილეებს დაკავშირებადობის უზრუნველყოფასა და ხელშეწყობაზე საპარლამენტო განზომილებით 23.11.2025 20:49

ხვალ მექნება შესაძლებლობა, რომ მივმართო ასამბლეის მონაწილეებს დაკავშირებადობის უზრუნველყოფასა და ხელშეწყობაზე საპარლამენტო განზომილებით. იგეგმება მასშტაბური პროექტი შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის გატარებაზე, რომელიც მწვანე ენერგიით მოამარაგებს ევროკავშირს, ასევე ინტერნეტის დამაკავშირებელი ოპტიკურბოჭკოვანი ახალი კაბელის გატანა და ა.შ. - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის ხვალისთვის დაგეგმილ ასამბლეის სესიაზე საუბრისას.

მისივე თქმით, ეს მხოლოდ ნაწილია იმ ფუნქციისა, რომელსაც საქართველო და მთლიანად კავკასიის რეგიონი კისრულობს ევროკავშირის და აზიის ერთმანეთთან დასაკავშირებლად.

„ეს იქნება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი - დღეს არსებული სიტუაციით, მათ შორის სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების პარაფირების შემდეგ, ეს პერსპექტივები კიდევ უფრო გაძლიერდა, რომ რეგიონმა ითამაშოს გადამწყვეტი როლი ევროპის და აზიის დაკავშირების მხრივ“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში იმყოფება, სადაც შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) რიგით 66-ე გენერალური ასამბლეის სხდომაში მიიღებს მონაწილეობას.

საქართველო ხდება PABSEC-ის თავმჯდომარე ქვეყანა და შალვა პაპუაშვილი, 6 თვის ვადით, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეას უხელმძღვანელებს.

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ