ბარამიძე 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან უვიზო მიმოსვლის აღდგენაზე: მაშინ გზავნილი იყო, რომ ჩვენ გვინდა მშვიდობა და არა ომი... ასევე, იმ პირობებში იყო ისეთი სუს-ი, რომელიც რუს ჯაშუშებს აკავებდა 24.11.2025 23:36

მაშინ სწორედ გზავნილი იყო, რომ ჩვენ გვინდა მშვიდობა და არა ომი, რომ თუ გინდათ, საქართველოში ტანკისა და იარაღის გარეშე მობრძანდით, როგორც ტურისტად და დახარჯეთ აქ ფული, ბუნებრივია - მეზობელი ხარ და ჩვენ მეგობრისგან ჩაკეტვას არ ვაპირებთ, - ამის შესახებ პარტია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკურმა მდივანმა გიორგი ბარამიძემ, "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა.

საუბარია, 2008 წლის აგვისტოს ომის დასრულების შემდეგ, "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის დროს, რუსეთთან უვიზო მიმოსვლის აღდგენაზე.

"მაშინ სწორედ გზავნილი იყო, რომ ჩვენ გვინდა მშვიდობა და არა ომი, რომ თუ გინდათ, საქართველოში ტანკისა და იარაღის გარეშე მობრძანდით, როგორც ტურისტად და დახარჯეთ აქ ფული, ბუნებრივია - მეზობელი ხარ და ჩვენ მეგობრისგან ჩაკეტვას არ ვაპირებთ. ასევე, იმ პირობებში იყო ისეთი სუს-ი, რომელიც რუსულ ჯაშუშებს აკავებდა და დიდი ზარ-ზეიმის შემდეგ უკვე უკან აბრუნებდა.

ეს იქნებოდა კარგი, სწორი და თანმიმდევრული, რომ ამასობაში რუსეთის აგენტურას აქ იჭერდეს ჩვენი უსაფრთხოების სტრუქტურა. ახლა არის პირიქით", - აცხადებს გიორგი ბარამიძე.

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ