26.11.2025 18:42
„პირველად ხდება ისე, რომ სოციალურ დახმარებას იღებს იმაზე მეტი ადამიანი, ვიდრე არის სიღარიბის ზღვარს მიღმა მცხოვრებ ადამიანთა რაოდენობა. ანუ ღარიბებზე მეტი იღებს სოციალურ დახმარებას, პირველად ხდება ეს საქართველოს ისტორიაში 90-იანი წლებიდან მოყოლებული. რა თქმა უნდა, ეს მაჩვენებელი არის გადასახედი. [...] რეალურად სიღარიბის მაჩვენებელი გასული ოთხი წლის განმავლობაში განახევრდა. იყო 21.3% სიღარიბის მაჩვენებელი და შარშანდელი მონაცემებით, 9.4%-მდეა ჩამოსული. ეს არის ეკონომიკური ზრდის შედეგი. 2020 წლის ბოლოს ჩვენი ეკონომიკა ერთ სულ მოსახლეზე იყო 4 300 დოლარი, ახლა ერთ სულ მოსახლეზე ასულია 9 200 დოლარამდე და პირველად ისტორიაში გადასცდება 10 000 დოლარს. ეკონომიკა გაიზარდა, ამან გამოიწვია სიღარიბის დონის შემცირება" | ამბობს კობახიძე სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, ოქტომბერში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 708,245 იყო. ამ ადამიანებისთვის საარსებო შემწეობის გადახდაზე ოქტომბერში ჯამში 71 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯა. გასული წლის ბოლოს სოცდახმარების მიმღებთა რაოდენობა 671 337 იყო, რაც მოსახლეობის 18.1%-ს შეადგენდა. ხოლო აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი 9.4% იყო
ავტორ(ებ)ი :