ანტიკორუფციული ბიურო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური უქმდება 26.11.2025 18:46

 

პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო საკანონმდებლო პაკეტი, რომლის გათვალისწინებით, ანტიკორუფციული ბიურო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური უქმდება.

ანტიკორუფციული ბიურო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური 2026 წლის 1-ელი მარტიდან იქნება ლიკვიდირებული. ამ ორი სამსახურის ფუნქციები და უფლებამოსილებები კი, აუდიტის სამსახურს გადაეცემა.

გარდა ამისა, 1-ელი იანვრიდან ბიზნესომბუდსმენისა და მისი მოადგილის თანამდებობებიც უქმდება, ბიზნესომბუდსმენის აპარატი კი ლიკვიდირებული იქნება. პარლამენტმა "ბიზნესომბუდსმენის შესახებ" კანონის ძალადაკარგულად გამოცხადებას მხარი უკვე დაუჭირა.

საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი ფრაქცია "ქართულმა ოცნებამ" წარადგინა

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ