ზაზა თავაძემ პარტია "გახარია საქართველოსთვის" დატოვა 28.11.2025 13:34

პარტიის „გახარია საქართველოსთვის" წევრი ზაზა თავაძე აცხადებს, რომ პარტია დატოვა და უბრუნდება საადვოკატო - საკონსულტაციო საქმიანობას.

როგორც ზაზა თავაძე სოციალურ ქსელში წერს, ასევე სურს, ბოლომდე მიიყვანოს სამეცნიერო - კვლევითი პროექტი გერმანიაში.

„დიდ მადლობას გიხდით ყველა თანამოაზრეს, თანამებრძოლს, მხარდამჭერს და საერთოდ ყველას, ვისაც მოსწონდა ან მეტიც, არც მოსწონდა ჩემი პოლიტიკაში ყოფნა. თქვენი მხარდაჭერა, კრიტიკაც და განსხვავებული აზრიც ყოველთვის იყო ჩემთვის მნიშვნელოვანი და ანგარიშგასაწევი. დღეს მიმაჩნია, რომ არც ისე მარტივი, ალბათ, უფრო რთული, მაგრამ ასევე პასუხისმგებლიანი ნაბიჯის გადადგმა მიწევს: კვლავ დავუბრუნდე ჩემს პროფესიულ, საადვოკატო - საკონსულტაციო საქმიანობას, სადაც პოლიტიკაში მოსვლამდე ვიყავი და იმავდროულად პარალელურად ბოლომდე მივიყვანო ჩემი სამეცნიერო - კვლევითი პროექტი გერმანიაში. კერძოდ, ვიურცბურგის უნივერსიტეტში, სადაც PhD ნაშრომის დაცვის დასკვნით ეტაპზე ვიმყოფები. მადლობა კიდევ ერთხელ ყველას მხარდაჭერის, ნდობისა და თანამშრომლობისთვის. მუდმივად მიგულეთ თითოეული თქვენგანის მეოხად და გულშემტკივრად", - წერს ზაზა თავაძე.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ