28.11.2025 16:53
ბრიუსელი ფარისევლობის სიმბოლოდ იქცა, როცა სხვას ედავება იმას, რასაც თვითონ აკეთებს. ზუსტად ლობიზმის გამჭვირვალობას ითვალისწინებს საქართველოს კანონმდებლობა,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს ევროპარლამენტის გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა კანონს, რომელიც ევროკავშირში მესამე ქვეყნების ლობირების გამჭვირვალობასა და შესაბამისი რეესტრის შექმნას ეხება.
„თავის დროზე, როდესაც საუბარი იყო ამ რეგულაციების მიღებაზე, გადადეს, რადგან ჯერ ჩვენთან ჰქონდათ ანგარიშები გასასწორებელი. გადადეს, რათა საქართველოს რასაც საყვედურობდნენ, თითქოს გარე გავლენების გამჭვირვალობის მოთხოვნის უფლება არ გვქონდა, ეს თავად არ გაეკეთებინათ. ცოტა დრომ გაიარა და ახლა ცდილობენ, სხვანაირი შეფუთვით წარმოადგინონ, თითქოს რაიმე განსხვავებული არის ქართული მიდგომისგან. ეს არის სწორედ ფარისევლობა. ბრისელი დღეს ფარისევლობის სიმბოლოდ იქცა, როცა სხვას ედავება იმას, რასაც თვითონ აკეთებს. ეს არის ყველაზე კარგი დასტური ფარისევლობისა. უნდათ შეფუთვა, მოვუსმინეთ დისკუსიას, თითქოს ეს არ ეხება სამოქალაქო საზოგადოებას, „ენჯეოებს". როგორ გეკადრებათ? ეხება ყველას, ვისაც ჩათვლიან, რომ ლობიზმით არის დაკავებული. „საერთაშორისო გამჭვირვალობა" საქართველოში ლობიზმით არ არის დაკავებული? ჩვენებას აძლევენ კონგრესებსა და სხვა ქვეყნის პარლამენტებში საქართველოს წინააღმდეგ და უცხოური დაფინასებით ცდილობენ, თავს მოგახვიონ სხვადასხვა რეგულაცია. ვინ უწევდა საქართველოში „ვეტინგის" სისტემას ლობიზმს? ეს „ენჯეოები" არ უწევდნენ ბრიუსელის დაფინანსებით? ზუსტად ეს არის ლობიზმი და ამის გამჭვირვალობას ითხოვს ჩვენი კანონმდებლობა. სამარცხვინოა, რომ ქვეყანაში ლამის ადამიანი ადამიანს წაკიდონ ბრიუსელის დაფინანსებით, პირდაპირ აამხედრეს ხელისუფლების, პარლამენტის წინააღმდეგ დაქირავებული „ენჯეოები". შარშან პარლამენტის შენობა ლამის გადაწვეს, „მოლოტოვის კოქტეილები" ისროლეს და ახლა თავად მშვიდად, საკუთარი ინტერესების გასატარებლად ლობიზმის გამჭვირვალობას ითხოვენ. ზუსტად ლობიზმის გამჭვირვალობას ითავალისწნებს ჩვენი კანონმდებლობა. ახლა კეთილი ინებოს ბრიუსელმა, დაემორჩილოს ქართულ კანონმდებლობას და ფარულ დაფინანსებას შეეშვან", - განაცხადა პაპუაშვილმა
ავტორ(ებ)ი :