28.11.2025 20:54
Prime Time - მა მოიპოვა ეგრეთ წოდებული "მანიფესტი", რომელიც წყაროს ცნობით ბრიუსელთან შეთანხმდა და რომელსაც ოპოზიცია დღეს, აქციაზე წაიკითხავს. გთავაზობთ ტექსტს უცვლელად. წინააღმდეგობის მოძრაობის მანიფესტი წინამდებარე მანიფესტის ხელმოწერით ვაცნობიერებთ რომ:
1. პოლიტიკური პატიმრების უპირობო გათავისუფლება
2. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად საჭირო გარემოს მოპოვება და არალეგიტიმური ხელისუფლების მმართველობიდან ჩამოშორება;
3. კონსტიტუციური ჩარჩოს აღდგენა და ქვეყნის დაბრუნება ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე; ვაცნობიერებთ, რომ ამ საერთო მიზნების მიღწევისთვის აუცილებელი პირობაა საზოგადოების კონსოლიდაცია, საერთო მიზნების მიღწევის გზებზე შეთანხმება და ერთიანი მოქმედება პროტესტში ხალხის მაქსიმალური რაოდენობის ჩასართავად. ვაცნობიერებთ, რომ რეჟიმის დასამარცხებლად მზად უნდა ვიყოთ მტკიცე, თანმიმდევრული და შეუჩერებელი ბრძოლისთვის იმდენ ხანს, რამდენიც გამარჯვების მისაღწევად დაგვჭირდება. ხელმოწერები: ...
ავტორ(ებ)ი :