ვფიქრობ, ბევრი ისეთი თემა წამოიწევა, რომელიც მათი აზრით, საჭიროა, რომ საფუძვლად დაედოს სანქციებს თუ არა, რაიმე პოლიტიკური შეტევის გაგრძელებას - გია ვოლსკი BBC-ის მასალაზე 01.12.2025 14:54

ვფიქრობ, ბევრი ისეთი თემა წამოიწევა, რომელიც მათი აზრით, საჭიროა, რომ საფუძვლად დაედოს სანქციებს თუ არა, რაიმე პოლიტიკური შეტევის გაგრძელებას, - ასე ეხმაურება პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი  BBC-ის მიერ გავრცელებულ მასალას, რომელშიც ნათქვამია, რომ საქართველოში დეონსტრანტების წინააღმდეგ, სავარაუდოდ, პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენეს.

„თავად BBC მიუთითებს, რომ ასეთი იარაღი 1930 წლამდე არსებობდა, შემდეგ გაქრა და მისი კვალი არავის უნახავს. ახლა, როცა ეს ექსტრემისტული პროცესები შენელდა და ენერგია დააკლდა, უცებ აღმოჩნდა, რომ თურმე საქართველოში არსებობს ასეთი იარაღი. რასაკვირველია, ეს არანაირი გამოვლინებით, შედეგით არ არის დამტკიცებული - ამ საკითხებთან დაკავშირებით არც ჯანმრთელობის თემაზე არ მიუმართავთ, რომ მოწამვლის ნიშნები არსებობდეს და არც საერთაშორისო საკმაოდ ფხიზლად მყოფ საერთაშორისო ორგანიზაციების რაიმე რეპორტში ან გამოძიებაში დაფიქსირებულა.

პროფესიონალები მუშაობენ ყველა თემაზე, რაც ნებისმიერი გინდ ქიმიური და გინდ ნებისმიერი იარაღს და მითუმეტეს მის გამოყენებას შეეხება. რასაკვირველია, სიცრუეა, მაგრამ არ შეიხლება მთლიანად BBC-ის დავაბრალოთ ეს. არსებობს გარკვეული მიმართულება და სტრუქტურა, რომელიც ლამობს, რომ ამ ქსელში როგორმე ჩაერთოს - ამას ზოგი პროპაგანდისტულს და ძალისმიერ შერეულს, დაგეგმილს, რევოლუციური პროცესების განვითარების ხელშეწყობას ეძახის. საქართველოს წინააღმდეგ მთელი რიგი სისტემები მუშაობს, მათ შორის, ერთ-ერთი ეს სიცრუეა შემადგენელი ნაწილი საქართველოს წინააღმდეგ იმ შეთქმულების, რასაც უნდა გავუძლოთ", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ვოლსკი ამასთან, არ გამორიცხავს, რომ ეს დიდი ბრიტანეთისთვის სანქციების მიზეზი გახდეს.

 

„ვფიქრობ, რომ ბევრი ისეთი თემა წამოიწევა, რომელიც მათი აზრით, საჭიროა, რომ საფუძვლად დაედოს სანქციებს თუ არა რაიმე პოლიტიკური შეტევის გაგრძელებას. არ გამოვრიცხავ, რომ ეს სტატიაც სწორედ ამ მიზნით არის გამოშვებული, რომ საფუძველი შეუქმნას განვითარებას, თუმცა არანაირი არათუ მამტკიცებელი საბუთი, არამედ ზოგადად მიახლოება იმ რეალობასთან, რომელიც საქართველოში არსებობს, არ აქვს არც ამ სტატიას და არც სხვა პროპაგანდისტულ შემოტევებს, რომელიც მათ შორის, ჩვენი ზოგიერთი მედიასაშუალების მხრიდან არსებობს", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ