01.12.2025 18:51
ჩვენ პირდაპირ ვხედავთ, ერთი მხრივ, გარე დავალებების მიმცემები და მეორე მხრივ, ქვეყნის შიგნით აგენტები როგორ ერთიანად, ორკესტრირებულად ამუშავდნენ ცრუ ნარატივის გასავრცელებლად, - განუცხადა ჟურნალისტებს BBC-ს სტატიასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ინდოეთში ვიზიტისას.
მისივე თქმით, აღნიშნული წარმოადგენს ჰიბრიდული ომის ტაქტიკას, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ გამოიყენება.
„ვფიქრობ, ერთ სიუჟეტზე უფრო მეტად მნიშვნელოვანია ის, თუ რა გამოჩნდა ამ სიუჟეტის გამოქვეყნების შემდეგ. პირდაპირ დავინახეთ ჩვენ სქემა - როგორ ორკესტრირდება ცრუ ნარატივების გავრცელება.
ჩვენ პირდაპირ ვხედავთ, ერთი მხრივ, გარე დავალებების მიმცემები და მეორე მხრივ, ქვეყნის შიგნით აგენტები როგორ ერთიანად, ორკესტრირებულად ამუშავდნენ ცრუ ნარატივის გასავრცელებლად, რაც საერთო ჯამში სასარგებლო პროცესიცაა, რადგან ბოლომდე იშიფრება ყველა - აგენტიც და მისთვის დავალებების მიმცემები. დღეს ზუსტად დავინახეთ სახელებითა და გვარებით და სახეებით ვიხილეთ ვინც არიან ისინი, ვინც საქართველოს წინააღმდეგ მუშაობენ.
ამან აჩვენა, რომ ეს არის ჰიბრიდული ომის ტაქტიკები, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ გამოიყენება და მათ შორის, ზუსტად ეს სიუჟეტი და ის სიყალბე, რომელიც ამ სიუჟეტით იყო აწყობილი, სწორედ ამას ემსახურება. სწორედ ეს არის ჰიბრიდული ომის ტაქტიკა, ამ შემთხვევაში იარაღადაა გამოყენებული BBC-ის ეს სიუჟეტი, თუმცა დამკვეთები და მათი მიზნები ძალიან კარგად გამოჩნდა იმ გამოხმაურებებითა და გარშემო არსებული ვითარებით, რომელიც ჩვენ ვიხილეთ ამ სიუჟეტის შემდეგ", - აღნიშნა პაპუაშვილმა.
ავტორ(ებ)ი :