01.12.2025 19:14
მე ვუთხარი თბილისის მერს, კახა კალაძეს, რომ ჩვენ უნგრელები ყოველთვის მხარს დავუჭერთ ქართველებს და არასდროს მივცემთ უფლებას ევროკავშირს სანქციები დაუწესოს საქართველოს ლიდერებს", - ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ განაცხადა.
როგორც სიიარტომ თბილისის მერთან, კახა კალაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, უნგრელებმა ძალიან კარგად იციან, დინების საწინააღმდეგო ცურვის შეგრძნება.
„ჩვენთვის დიდი პატივია, რომ სამინისტროში თბილისის მერი კალაძე გვეწვია, ძალიან იშვიათად გვსტუმრობს ხოლმე ადამიანი, რომელსაც ჩემპიონთა ლიგის ორი ტიტული აქვს, ძალიან სასიამოვნო შეხვედრა გვქონდა, ამაყი ვარ, რომ პირადად ვიცნობთ ერთმანეთს საკმაოდ დიდი ხანია. ასევე, გულწრფელად უნდა ითქვას, ძალიან იშვიათად ხდება, რომ ჩვენ ვადევნებთ თვალყურს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს სხვა ქვეყნებში, რადგან ეს ამ ქვეყნის შიდა საქმეა, მაგრამ ამ შემთხვევაში პერსონალურად იმედი გვქონდა, რომ ბატონი კალაძე კიდევ ერთხელ მოიგებდა არჩევნებს თბილისში და ის დიდი უპირატესობა, რომლითაც მან გაიმარჯვა, ძალიან კარგად აჩვენებს იმას, თუ რა დონზე არიან თბილისელები კმაყოფილები კალაძის საქმეებით. მე პირადად ვთხოვე კალაძეს, თუ მას აქვს დრო, რომ ლექციები წაუკითხოს ბუდაპეშტის მერს, ვფიქრობ, ის ძალიან კარგ რჩევებს მისცემდა მას, თუ როგორ უნდა მართო დედაქალაქი. ვამაყობთ, რომ დიდებული ურთიერთობები გვაქვს საქართველოსთან, პარტია „ქართულ ოცნებასთან", ამაყი ვართ, როდესაც ვსაუბრობთ ორი პატრიოტული, სუვერენიტეტისტი და მშვიდობის მომხრე მთავრობების თანამშრომლობაზე. მე ვუთხარი მერ კალაძეს, რომ ჩვენ უნგრელები ყოველთვის მხარს დავუჭერთ ქართველებს და არასდროს მივცემთ უფლებას ევროკავშირს სანქციები დაუწესოს საქართველოს ლიდერებს. ჩვენ, უნგრელებმა ძალიან კარგად ვიცით დინების საწინააღმდეგო ცურვის შეგრძნება. ძალიან კარგად ვიცით, როგორიცაა, სრულად არ იყო თანხვედრაში ლიბერალურ მეინსტრიმთან, მაგრამ შესაძლოა, ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც გვიჭერს მხარს უნგრელი ხალხი და რადგანაც თქვენი მთავრობა ატარებს პატრიოტულ პოლიტიკას, ესაა მიზეზი რატომაც უჭერს მხარს ქართველი ხალხი მთავრობას", - განაცხადა სიიარტო.
ავტორ(ებ)ი :