სანქციები არსებობს, მათ შორის, დე ფაქტო სანქციები ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, ამას არ მოჰყოლია არავითარი ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯი მისი მხრიდან -ირაკლი კობახიძე 02.12.2025 16:41

სანქციები არსებობს, მათ შორის, დე ფაქტო სანქციები არსებობს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ და ამას არ მოჰყოლია არავითარი ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯი, ბუნებრივია, ბიძინა ივანიშვილის მხრიდან, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ შესაძლო სანქციებთან დაკავშირებით ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

კობახიძის თქმით, ბიძინა ივანიშვილი ყველა ნაბიჯს დგამს ეროვნული ინტერესების შესაბამისად და ვერავითარი შანტაჟი ვერ ჭრის მის წინააღმდეგ.

„ის ყველა ნაბიჯს დგამს ეროვნული ინტერესების შესაბამისად, ვერავითარი შანტაჟი ვერ ჭრის ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. აქედან გამომდინარე, სანქციები არ არის საინტერესო, თქვენ ცდილობთ, რომ ხელოვნურად წამოსწიოთ ეს თემა", - აღნიშნა პრემიერმა.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ