შალვა პაპუაშვილი - როგორც ჩანს, ევროკავშირის შიდა სტრუქტურები ვერ უზრუნველყოფენ, რომ კორუფცია არ იყოს 02.12.2025 17:52

 

გასაკვირი არაფერია, ეს არ არის პირველი სკანდალი ევროკომისიასთან დაკავშირებით, როგორც ჩანს, კორუფცია ჩვეულებრივი მოვლენაა, მანამდე ვნახეთ იუსტიციის კომისრის, ასევე ევროპარლამენტის წინააღმდეგ საქმეები, ასე რომ, ბელგიის პოლიციას ბევრი საქმე აქვს ამ მხრივ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, როგორც ჩანს, ევროკავშირის შიდა სტრუქტურები ვერ უზრუნველყოფენ, რომ კორუფცია არ იყოს ევროპულ სტრუქტურებში.

„ჩვენ ეჭვი გვაქვს ბევრ საკითხზე, რაც არაერთხელ გვითქვამს. მათ შორის, საქართველოში „ენჯეოების" ფარული დაფინანსებაც არის პირდაპირი ნოყიერი ნიადაგი კორუფციისთვის. არსებობს ეჭვი, რომ კორუფციასთან გვაქვს საქმე, როცა საქართველოში სხვადასხვა ორგანიზაციების დაფინანსება ფარულად ხდება. მათ შორის, გაუმჭვირვალობის სურვილის ერთ-ერთი განმაპირობებელი ჩანს, რომ შესაძლოა, იყოს ასევე კორუფციის კვალის წაშლა, იმ მტკიცებულებების არგამოაშკარავება, რომელიც აჩვენებს, რომ მაგალითად თანხების განაწილება საქართველოში ხდება მიკერძოებით, ფავორიტიზმს აქვს ადგილი. არსებობს კონკრეტული ჯგუფები და ამაზე ხშირად საუბრობდნენ ქართული არასამთავრობოები, რომლებიც არ მიეკუთვნებიან მილიონერი არასამთავრობოების ჯგუფს. არსებობს რამდენიმე მდიდარი „ენჯეო", „გამჭვირვალობა", „ისფედი" და ასეთები. ასე, რომ არის ეჭვი, რომ საქართველოში „ენჯეოების" ფარული დაფინანსება  განპირობებული იყო იმისთვის, რომ არსებობს კორუფციული სქემები, ფული ნაწილდება არა საჭიროების და დამსახურების, არამედ პატრონაჟის, ფავორიტიზმის და შესაძლოა, ფულის არალეგალური შემოსავლის მიღების სურვილითაც", - განაცხადა პაპუაშვილმა.

ბელგიის პოლიციამ კორუფციის საქმეზე ევროკავშირის ყოფილი უმაღლესი წარმომადგენელი ფედერიკა მოგერინი და მაღალჩინოსანი სტეფანო სანინო დააკავა.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ